მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნობელის პრემიის ლაურეატები AI-საფრთხეებთან დაკავშირებით მთავრობებს აფრთხილებენ

ai

ხელოვნური ინტელექტის მიერ გამოწვეული ეკონომიკური ტრანსფორმაციის მართვის მიზნით, 200-ზე მეტი მკვლევარი და ეკონომისტი, მათ შორის ნობელის პრემიის 15 ლაურეატი, სპეციალური პოლიტიკისა და ინსტიტუტების სასწრაფოდ შექმნას ითხოვენ.

ერთობლივი განცხადების ავტორები, რომელთა შორის ტექნოლოგიური კომპანიების, OpenAI-ს, Anthropic-ისა და Google-ის წარმომადგენლებიც არიან, ხელისუფლებებსა და ინდუსტრიის ლიდერებს შესაბამისი ზომების სასწრაფოდ მიღებისკენ მოუწოდებენ.

მათი შეფასებით, ტექნოლოგიურმა პროგრესმა შესაძლოა იმაზე ბევრად მასშტაბური ეკონომიკური გარდაქმნები გამოიწვიოს, ვიდრე ეს სამრეწველო რევოლუციის დროს მოხდა, თუმცა პროცესი გაცილებით მოკლე დროში განხორციელდება, რაც დასაქმებულთა, კერძო სექტორისა და სახელმწიფო უწყებების წინაშე ახალ გამოწვევებს წარმოშობს.

როგორც ირკვევა, სპეციალური მიმართვის ავტორები სამუშაო ადგილების მასობრივი შემცირების რისკების პრევენციისა და ტექნოლოგიური სარგებლის საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის გამოყენების მიზნით, ეკონომიკურ გავლენებზე სიღრმისეული კვლევების დაწყებასა და ახალი ინსტიტუციური ბაზის მომზადებას ითხოვენ.

ვირჯინიის უნივერსიტეტის პროფესორის, ანტონ კორინეკის განმარტებით, ორთქლის ძრავამ, ელექტროენერგიამ და კომპიუტერებმა კაცობრიობას ადაპტაციისთვის ათწლეულები მისცეს, ხელოვნური ინტელექტის შემთხვევაში კი, საზოგადოებას შესაძლოა მხოლოდ რამდენიმე წელი ჰქონდეს. მისივე თქმით, ტრანსფორმაციის პროცესში სტრატეგიის იმპროვიზებულად შემუშავება დაუშვებელია და პროცესების დასტაბილურებამდე ლოდინი დაგვიანებული იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები