ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა AMD-მ ხელოვნური ინტელექტის პირველი სერვერული სისტემა Helios-ი წარადგინა.
აღსანიშნი ფაქტია, რომ ახალი პროდუქტის უმსხვილესი მყიდველი მომენტალურად Microsoft-ი გახდა. როგორც ირკვევა, Windows-ის შემქმნელ კომპანიას ახალი სისტემა Azure-ის მონაცემთა ცენტრებში განთავსებისთვის და AI მოდელების განვითარებისთვის დასჭირდა, Nvidia-ს სერვერული სისტემების გარშემო არსებული დეფიციტი კი მაქვს აქამდე ალტერნატივის საშუალებას არ აძლევდა. ახალი მოწყობილობების მიწოდება წლის ბოლოს დაიწყება და ის ბაზარზე Nvidia-ს Grace Blackwell-ისა და Vera Rubin-ის სისტემების მთავარი კონკურენტი გახდება.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ Microsoft-ის გარდა, Helios-ის სისტემებით Meta OpenAI, Oracle-ი და ინდური TCS-იც დაინტერესდნენ. მათმა ნაწილმა პირველი შეკვეთა უკვე გააფორმა. Microsoft-ის აღმასრულებელი დირექტორის, სატია ნადელას განცხადებით, ეს გადაწყვეტილება კომპანიას საშუალებას მისცემს, მომხმარებლებისთვის ახალი თაობის AI აპლიკაციები გაცილებით სწრაფად შექმნან.
რაც შეეხება ბაზრის რეაქციას, სიახლის გავრცელების შემდეგ საფონდო ბირჟაზე AMD-ის აქციების ფასი 4%-ზე მეტით გაიზარდა, ხოლო Microsoft-ის აქციების ღირებულებამ 1%-ით მოიმატა.
ცნობისთვის, Microsoft-სა და AMD-ს მრავალწლიანი პარტნიორობა აკავშირებთ. Microsoft-მა AMD-ის AI ჩიპები პირველად 2023 წელს გამოიყენა




























