მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეცნიერებმა სრულფასოვანი სიცოცხლის ციკლის მქონე სინთეზური უჯრედი შექმნეს

SpudCell

მინესოტას უნივერსიტეტის მკვლევრებმა ლაბორატორიული ქიმიური ნივთიერებებისგან სინთეზური უჯრედი, სახელწოდებით SpudCell-ი შექმნეს.

როგორც ირკვევა, სწორედ ლაბორატორიაში ააგეს ის ხელოვნური სტრუქტურა, რომელმაც კვების, ზრდისა და გამრავლების სრული სასიცოცხლო ციკლი გაიარა. NYTimes-ის ცნობით, მიღებული ობიექტი ბუნებრივ უჯრედებს ჰგავს, თუმცა პროექტის ავტორები აცხადებენ, რომ მათი მიზანი სიცოცხლის ახალი ფორმის შექმნას არ არის.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ბუნებრივი ანალოგებისგან განსხვავებით, SpudCell-ს დამოუკიდებლად არსებობა არ შეუძლია. უჯრედს ცილების სინთეზზე პასუხისმგებელი რიბოსომების შექმნის უნარი არ აქვს, რის გამოც მკვლევრებს მისთვის ფერმენტების ხელოვნურად მიწოდება უწევთ. ამას გარდა, სინთეზური უჯრედის სიცოცხლის ხანგრძლივობა მხოლოდ 5-დან 10-მდე თაობას მოიცავს. პროექტის ავტორთა ინფორმაციით, SpudCell-ის გენომი 90,000 წყვილ უჯრედს აერთიანებს და შვიდ დნმ-ის მოლეკულაზე ნაწილდება.

საყურადღებოა, რომ SpudCell-ზე მუშაობის პარალელურად მეცნიერები რიბოსომების აგებისთვის საჭირო გენეტიკური ინსტრუქციების შექმნაზეც მუშაობენ, რათა მომავალში უჯრედმა დამოუკიდებლად გამრავლებაც შეძლოს. როგორც საინჟინრო ბიოლოგიის კვლევითი კონსორციუმის უსაფრთხოების პროგრამების დირექტორმა, ბეკი მაკელპრანგმა განაცხადა, SpudCell-ი ამჟამად მხოლოდ სამეცნიერო ექსპერიმენტის ნაწილია და მის პრაქტიკულ გამოყენებამდე სპეციალისტებს დიდი შრომის გაწევა მოუწევთ.

ცნობისთვის, მინიმალური უჯრედების კვლევა მიზნად სიცოცხლის ძირითადი მექანიზმების შესწავლას ისახავს. მეცნიერების შეფასებით, მიღებული ცოდნა სამედიცინო კვლევებსა და კოსმოსის ათვისებაზე დადებით გავლენას იქონიებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები