მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეწყერის შედეგად ორი სახლი დაზიანდა - ადიგენის მერი

ადიგენი

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროში, გუშინ ღამით ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად ერთი ოჯახი დაზარალდა. ამის შესახებ BM.GE-ს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, გუშინ ღამით სოფლის ხეობაში ჩამოწოლილმა მცირე მეწყერმა წყალი შეაგუბა, რისთვისაც მუნიციპალიტეტი მზად იყო, რადგან ეს არ ყოფილა პირველი სტიქია ამ ხეობაში და წყალმოვარდნები გასულ წელსაც იყო. შესაბამისად, ქიმაძე ამბობს, რომ მძიმე ტექნიკა ხეობაში ოპერატიულად გაგზავნეს.

„დაზიანდა 2 სახლი, აქედან ერთი სახლის მეპატრონეებს 50 000 ლარის კომპენსაცია გასულ წელს ჩამოწოლილი მეწყერის შემდეგ გადაეცათ და ოჯახი გადასულია ამ სახლიდან. მეორე სახლში კი წყალი შევიდა, რომელიც მერიის მობილიზებულმა სპეცტექნიკამ დროულად ამოტუმბა. სამწუხაროდ, მეწყერმა დააზიანა ოჯახის კუთვნილი ავტომობილი.

მერიის შესაბამისი კომისია გასულია ადგილზე ზარალის შესაფასებლად. პარალელურად, გეოლოგები მუშაობენ მიზეზების დასადგენად და დასკვნის შემდეგ შეფასდება, რა ზიანი მიადგა ოჯახს“, - განაცხადა გოჩა ქიმაძემ და დასძინა, რომ ამ ეტაპზე ხეობაში ჩატარებული სამუშაოების შედეგად სტიქიის განმეორების საშიშროება არ არსებობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები