მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეწარმეობის განვითარების პროგრამის ფარგლებში 400-მდე ფერმერი დაფინანსდება - რიჟვაძე

6433f1957baed
BM.GE
10.04.23 20:30
565
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, 2023 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი 8,6 მლნ ლარით გაიზარდა და 29,5 მლნ ლარს შეადგენა.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ზაზა შავაძემ მთავრობის მეთაურს მიაწოდა ინფორმაცია 2023 წელს სამინისტროს მიერ განსახორციელებელი გეგმების და პრიორიტეტების შესახებ.

"2023 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტმა აჭარაში თითქმის 30 მილიონი ლარი შეადგინა, რაც საშუალებას გვაძლევს კიდევ უფრო მეტად დავუჭიროთ მხარი თითოეულ ადამიანს, რომელიც რეგიონს და მთლიანად ეკონომიკას აძლიერებს. განსაკუთრებით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა მიზნობრივი პროგრამა, რომელიც ხორციელდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან, მივიდეს თითოეულ მეწარმემდე და ფერმერამდე და ყველგან იყოს მაქსიმალურად ეფექტურად განხორციელებული”, - განაცხადა რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, სამინისტრო 2023 წელს განახორციელებს სოფლად მეწარმეობის განვითარების და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამებს, რომლის ფარგლებშიც 400-მდე ფერმერი დაფინანსდება.

2023 წელს გაგრძელდა სახნავ-სათესი ფართობების უფასოდ დამუშავება, ასევე, განხორციელდება მეციტრუსეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები