მფრინავი ტაქსების ამბავი, თუკი აქამდე ჯერ კიდევ ფანტასტიკის სფერო გვეგონა, ახლა ზუსტი თარიღის დასახელება შეგვიძლია, როცა ტაქსით სარგებლობის შესაძლებლობა მოგვეცემა. მეცნიერების აზრით, ეს 2025 წლისთვის იქცევა რეალობად და აპარატებს შეეძლებათ მგზავრების გადაყვანა უსაფრთხოდ, ჰაერში. დღესდღეობით სტარტაპები უდიდესს ინვესტიციას დებენ მიზნის მისაღწევად, ანუ მსოფლიოს 50-ზე მეტი საწარმო ავითარებს მფრინავი მანქანების პროტოტიპებს. ასევე არის ვარაუდები, რომ მფრინავი ტაქსები იქნება საკმაოდ მომგებიანი ბიზნესი, რადგან ამ სერვისით მხოლოდ მდიდრები ისარგებლებენ. რას წერენ უცხოურ მედიაში და როგორია მოლოდინები?