მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მგონია, ქართულ ღვინოს ბევრად საინტერესო ნიშის დაკავების შანსი აქვს“ - მეღვინე

642dd31898f2b
ალა ისპირიანი
05.04.23 23:45
542
მეღვინე ჯონ ვურდემანის მოსაზრებით, ქართულ ღვინოს ბევრად საინტერესო ნიშის დაკავების შანსი აქვს. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, ქართულმა ღვინომ არ უნდა დაკარგოს თავისი უნიკალურობა და ორიენტირებული იყოს ისეთ ბაზრებზე, სადაც ასეთი იშვიათი ჯიშის ღვინო აინტერესებთ.

„არსებობს ეთნობაზარი, - ეს არის ქვეყნები რომლებსაც ისტორიული ურთიერთობა აქვს საქართველოსთან და ქართულ ღვინოს ყიდულობენ, რადგან იციან რომ საქართველოშია ღვინო ჩამოსხმული. არსებობს მეორე ბაზარი, სადაც ნაკლებად აინტერესებთ საიდანაა ღვინო, მათ აინტერესებთ რა ხარისხის, სილამაზის ღვინოა ჭიქაში. მეორე ბაზარი ბერად უფრო რთულია, მაგრამ ჩემთვის მდგრადია და ასეთი ბაზრები გინდა იაპონია, კანადა მზად არის ასეთი იშვიათი მიწის ღვინო შეიძინონ.

რაც შეეხება რუსეთის ბაზარს, მათთვის და ყოფილი საბჭოთა ქვეყნისთვის მუდმივად ასეა, რომ ღვინო უნდა იყოს დიდი რაოდენობით და იაფად. ქართული ღვინო განსხვავებულია თავისი ისტორიით და ხანგრძლივობით, უნიკალური ჯიშების და უნიკალური მიწებით. რაც არის უნიკალური მას ყოველთვის ფასი აქვს და ეს უნდა შევინარჩუნეთ. მგონია, ქართულ ღვინოს ბევრად საინტერესო ნიშის შანსი აქვს“, - განაცხადა ჯონ ვურდემანმა. 




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები