მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მგონია, რომ ყველა ხელმისაწვდომი მასალა აუცილებლად უნდა გასაჯაროვდეს - კობახიძე ბაჩიაშვილის ცემის ეპიზოდზე

ბაჩიაშვილი

ასე უპასუხა "ქართული ოცნების" პრემიერმა რუსთავი2-ის ეთერში დასმულ შეკითხვას გიორგი ბაჩიაშვილის ცემის ეპიზოდთან დაკავშირებით, იგეგმება თუ არა ვიდეოკადრების გასაჯაროება, რომელზეც ბაჩიაშვილის დაცვის მხარე საუბრობს.

" მე მგონია, რომ ყველა ხელმისაწვდომი მასალა აუცილებლად უნდა გასაჯაროვდეს. პირველადი განცხადება პენიტენციურმა სამსახურმა უკვე გააკეთა, რომ მოხდა ჩხუბი ორ პატიმარს შორის და გამოძიებაც დაწყებულია. ამიტომ, მე გამიჭირდება რამე კონკრეტული კომენტარის გაკეთება. რა თქმა უნდა, ყველაფერი მნიშვნელოვანია, რატომ დაიწყო, როგორ დაიწყო, რა იყო მიზეზი. ეს ყველაფერი უნდა დაადგინოს გამოძიებამ. მე, რომც მქონდეს ინფორმაცია ვერ ვიტყვი, ეს არის უწყებების საქმე", - განაცხადა კობახიძემ.

14 ივლისს, პატიმრობაში მყოფი გიორგი ბაჩიაშვილის ცემაზე ინფორმაცია გავრცელდა. წერილი გაავრცელა თავად ბაჩიაშვილმაც, სადაც წერდა, რომ 11 ივლისს ციხეში თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს. "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ 11 ივლისს ის საპატიმროდან კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს, თუმცა იმავე ღამეს დააბრუნეს დაწესებულებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები