მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მგზავრთნაკადი საქართველოს სამივე აეროპორტში გაიზარდა - ჯამურად 6.5 მილიონი მგზავრი მოემსახურნენ

ქუთაისის აეროპორტი

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2025 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში 6 489 755 მგზავრს მოემსახურნენ, რაც წლიურად 14%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

აქედან თბილისის საერთაშორისო აეროპორტი თითქმის 4.1 მლნ მგზავრს მოემსახურა, ეს წლიურად 12%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა დაახლოებით 1.4 მლნ მგზავრი მიიღო, რაც 10%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას. ყველაზე მაღალი ზრდა კი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაფიქსირდა. კერძოდ, 9 თვეში აეროპორტი 995 099 მგზავრს მოემსახურა, რაც 32%-ით მეტია შარშან გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე.

სატვირთო გადაზიდვების ზრდის მაღალი მაჩვენებლები შენარჩუნდა მესამე კვარტალშიც. ჯამურად, განვლილ 9 თვეში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ თითქმის 26 ათასი ტონა შეადგინა. შესაბამისად, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტვირთბრუნვა 50%-ით გაიზარდა.

გაზრდილია საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების საერთო მაჩვენებლებიც. კერძოდ, 2024 წლის პირველ 9 თვესთან შედარებით, საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენება [აფრენა, დაფრენა, გადაფრენა] 5%-ით გაიზარდა. სულ, იანვარ-სექტემბერში 229 972 ერთეული ფრენა დაფიქსირდა.

2025 წლის იანვარ-სექტემბერში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე კვლავ Wizz Air-ი ლიდერობს. ავიაკომპანია ბაზრის 17%-იან წილს ფლობს და 1 065 618 მგზავრი ჰყავს გადაყვანილი.

გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით პირველი ათეული ასე გამოიყურება:

  • Wizz Air Hungary – 17% (1 065 618 მგზავრი);
  • Georgian Airways – 8% (509 238 მგზავრი);
  • Turkish Airlines – 7% (458 370 მგზავრი);
  • Pegasus – 7% (453 550 მგზავრი);
  • Red Wings – 6% (408 018 მგზავრი);
  • Azerbaijan Airlines – 6% (358 291 მგზავრი);
  • Azimuth – 4% (258 586 მგზავრი);
  • EL AL – 4% (255 460 მგზავრი);
  • Israir – 3% (204 645 მგზავრი);
  • Fly Dubai – 3% (182 703 მგზავრი).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები