სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში გადაყვანილი მგზავრებით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე კვლავ Wizz Air-ი ლიდერობს. ავიაკომპანია ბაზრის 17%-იან წილს ფლობს და მილიონზე მეტი ადამიანი ჰყავს გადაყვანილი.
გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით პირველი ათეული ასე გამოიყურება:
- Wizz Air Hungary – 17% (1 065 618 მგზავრი);
- Georgian Airways – 8% (509 238 მგზავრი);
- Turkish Airlines – 7% (458 370 მგზავრი);
- Pegasus – 7% (453 550 მგზავრი);
- Red Wings – 6% (408 018 მგზავრი);
- Azerbaijan Airlines – 6% (358 291 მგზავრი);
- Azimuth – 4% (258 586 მგზავრი);
- EL AL – 4% (255 460 მგზავრი);
- Israir – 3% (204 645 მგზავრი);
- Fly Dubai – 3% (182 703 მგზავრი).
აღსანიშნავია, რომ რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი პირველად მოხვდა ხუთეულში. კომპანიამ წელს 9 თვეში 408 ათასი მგზავრი გადაიყვანა და ბაზრის 6%-იანი წილი უკავია.
რაც შეეხება სხვა კომპანიებს, ზრდას განაგრძობს ქართული Georgian Airways-ი, რომელიც მეორე ადგილზეა და ნახევარ მილიონზე მეტი მგზავრი ჰყავს გადაყვანილი. ავიაკომპანიამ მგზავრების რაოდენობა განსაკუთრებით რუსეთთან ფრენების აღდგენის შემდეგ გაეზარდა და წლების განმავლობაში ქართული საავიაციო ბაზრის ლიდერს Turkish Airlines-ზე მეტი მგზავრი გადაიყვანა. წელს ცხრა თვეში, თურქეთის სახელმწიფო კომპანიას დაახლოებით 458 ათასი მგზავრი ჰყავს გადაყვანილი.




























