მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიაღწევს თუ არა საქართველოს ეკონომიკა დუღილის წერტილს FDI-ს გარეშე? - ვაზილ ჰუდაკის პასუხი

61756b5d84070
ელენე გოგბერაშვილი
24.10.21 22:10
1021
"მოდი ჯერ ის ვთქვათ, რომ არ ვიცი, რა არის დუღილის წერტილი"- ასე უპასუხა ინვესტიციების მოზიდვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ვაზილ ჰუდაკმა წამყვანის კითხვას, თუ რას ფიქრობს ის, მიაღწევს თუ არა საქართველოს ეკონომიკა დუღილის წერტილს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გარეშე. EIB-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა ამის შესახებ  Forbes Talks-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

"მოდი ჯერ ის ვთქვათ, რომ არ ვიცი, რა არის დუღილის წერტილი. არ ვიცი, ეს რას შეიძლება ნიშნავდეს რეალურად. ვფიქრობ, საქართველო სლოვაკეთის მსგავსი ქვეყანაა. სლოვაკეთის ეკონომიკური განვითარების მთავარი ხაზი დღეს ექსპორტია. მშპ-ს 85% ექსპორტზე მოდის. საქართველოსაც, ჩემი აზრით, მსგავსი პოტენციალი და მომავალი აქვს. ამას კი ნამდვილად სჭირდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და იმედი მაქვს, რომ მთავრობასთან, კომპანიებთან, ბიზნესთან ერთად ამას მივაღწევთ"-აცხადებს ჰუდაკი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები