„ნიკორა სუპერმარკეტი“ ყველაზე მრავალრიცხოვან სავაჭრო ქსელს ფლობს ქვეყნის მასშტაბით. ეს არის კომპანია, რომელიც სექტორში, ლიდერის სტატუსს ორ ათწლეულზე მეტია წარმატებით ინარჩუნებს, ამასთან განვითარებაზე ორიენტირებულ ნაბიჯებს თამამად დგამს.
დღეის მონაცემით ის 9000-მდე ადამიანს ასაქმებს და პრიორიტეტში აყენებს, როგორც თანამშრომლების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვას, ასევე მათ განათლებაში ინვესტიციის ჩადებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე კომპანია უპრეცედენტო პროექტს იწყებს, რომლის ფარგლებშიც სტუდენტს, რომელიც ოქტომბრის თვეში დასაქმდება „ნიკორა სუპერმარკეტში“ კომპანია სრულად გადაუხდის სწავლის საფასურს, სახელმწიფო გრანტის 100%-იანი ოდენობით. თუ პირი სტუდენტი მიმდინარე წელს გახდა, „ნიკორა ტრეიდთან“ თანამშრომლობის ფარგლებში, ის გარანტირებულად მიიღებს სწავლის 4 წლიან დაფინანსებას და მას არ მოუწევს არცერთი თეთრის გადახდა. თუ მეორე, მესამე ან მეოთხე კურსზეა, აქაც იგივე პრინციპი იმოქმედებს და სწავლის დასრულებამდე „ნიკორა ტრეიდი“ სრულად გადაიხდის მისი სწავლის გადასახადს.
გუნდში შემოერთების დღიდან სტუდენტი ასევე მიიღებს სექტორში მუდმივად კონკურენტულ ანაზღაურებას, ბონუსს და ყველა იმ ბენეფიტს, რითაც სხვა თანამშრომლები სარგებლობენ. თანამშრომლობის პერიოდში მენეჯმენტის მხრიდან პერიოდულად მოხდება შედეგების გადახედვა და პოზიციური ცვლილებების შეთავაზება, რა თქმა უნდა, დაწინაურების პერსპექტივით. სწავლის დასრულების შემდგომ კი კომპანია მზაობას აცხადებს მათი კანდიდატურა განიხილოს იმ დროისთვის ისეთ ვაკანტურ პოზიციებზე, რომელიც მაქსიმალურად შესაბამისობაში იქნება სტუდენტის თეორიულ ცოდნასთან და ინტერესებთან.
ამ ეტაპზე კომპანიის მხრიდან მოხდება ვაკანტური ადგილების შეთავაზება ათობით დასახელების სხვადასხვა პოზიციებზე, როგორც ფილიალებში, ასევე სათავო ოფისში. ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეთავაზებები, უნარების და გრაფიკების გათვალისწინებით, თითქმის ყველა სტუდენტის მოთხოვნებზეა მორგებულია.
ამ მასშტაბური პროექტის დახმარებით, სტუდენტები შეძლებენ ერთი მხრივ მიიღონ განათლება, პარალელურად კი იზრუნონ კარიერულ განვითარებაზე.