მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

MICE ტურიზმი 2021 წლის შემოდგომამდე ვერ აღდგება

BM.GE
15.12.20 12:12
1056
საშემოსავლო გადასახადის 1 წლით გადავადება და სექტორისათვის დაუბეგრავი მინიმუმის, 1 500 ლარამდე ზრდა - ეს მოთხოვნები აქვს საქმიანი ტურიზმის ასოციაციას ხელისუფლებასთან, რათა კადრების და სექტორის შენარჩუნება შეძლონ. მათი თქმით, ყველას გვესმის, რომ დღეს საჰაერო სივრცე რომც გაიხსნას, ჩვენ მაინც არ გვეყოლება ვიზიტორების ის ოდენობა, რომელიც შეძლებს ჩვენი ეკონომიკური პრობლემების გამოსწორებას. ამიტომაც საჭიროა კერძო და საჯარო სექტორს შორის კომუნიკაცია. ამ ეტაპამდე ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრა არ შემდგარა, მიუხედავად სექტორის დაჭინებული მოთხოვნისა. ამ მიზნით, არაერთი წერილი გაიგზავნა მთავრობის ადმინისტრაციაში, სადაც, მოთხოვნა იყო გარკვეული შეღავათების დაწესება. შეგახსენებთ რომ დადებითი და პოზიტიური ნიშნების შემთხვევაში ტურიზმი დაიწყებს გამოცოცხლებას მომავალი წლის გაზაფხულისათვის, მაგრამ ეს არ შეეხება საქმიან ტურიზმს, რადგან ეს სეგმენტი, კიდევ უფრო გვიან იღებს გადაწყვეტილებებს. ამ ინდუსტრიის პირველ იმპულსებს ალბათ, 1 წელში, შემოდგომიდან დავინახავთ, რადგან საქმიან ტურიზმს სჭირდება დრო პანდემიის დასრულების შემდეგ მოსამზადებლად და ტურისტების მისაღებად. რა შეღავათებს ითხოვს სექტორი და როგორ აფასებენ არსებულ და შექმნილ მდგომარეობას ქვეყანაში.

სტუმარი: ვიკა შარია - კომპანია BeMice DMC დირექტორი;
ირმა კოდუა - ,,საქმიანი ტურიზმის ასოციაციის“ (MICE ტურიზმი) თავმჯდომარე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები