მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

MICE ტურიზმის კუთხით ინტერესი ევროპიდანაა - The Biltmore Tbilisi Hotel

64be5413e7ef5
ვიქტორია მღებრიშვილი
25.07.23 10:00
683
სასტუმრო Biltmore Tbilisi Hotel-ში ბიზნეს ტურიზმის კუთხით ინტერესი ევროპის ქვეყნებიდანაა. ამის შესახებ BM.GE-სთან სასტუმროს გაყიდვების დირექტორმა მარიამ ქუთათელაძემ ისაუბრა.

მისი შეფასებით, 2023 წლიდან ბიზნეს ტურიზმის მიმართულება მეტად გააქტიურდა და სასტუმროში ჯავშნები 2024 წლის პერიოდზეც შედის.

„კოვიდის შემდეგ არსებული ტენდენციით, MICE ტურიზმის მიმართულებით ჯგუფების შემოსვლები საგრძნობლად შემცირებული იყო და მცირე ჯგუფები მოდიოდნენ. აქტუალური იყო ზუმის შეხვედრები, წელს კი ეს ტენდენცია შეიცვალა და ვიღებთ მოთხოვნებს, რომელიც მომავალ წლებზეა გათვლილი.

საქართველომ წელს m&i ფორუმს უმასპინძლა, რომელზეც წამყვანი MICE კომპანიები იყვნენ ჩამოსულები. დიდი ინტერესი ევროპული ბაზრებიდან დავინახეთ.
ვფიქრობთ, ბიზნეს ტურიზმი უფრო მეტად იმ ევროპული ქვეყნებიდან გააქტიურდება, რომელთანაც პირდაპირი ფრენები გვაქვს, რადგან ბიზნეს ტურიზმის ჯგუფები დანიშნულების ადგილამდე პირდაპირ მოგზაურობას ამჯობინებენ“, - აღნიშნა მარიამ ქუთათელაძემ.

5-ვარსკვლავიანი The Biltmore Tbilisi Hotel განთავსების 214 ოთახს და 9 საკონფერენციო დარბაზს აერთიანებს. დღეისთვის სასტუმროს დატვირთულობაში ბიზნეს ტურიზმს დაახლოებით 10% უკავია, თუმცა მენეჯმენტში მომავალი წლისთვის ამ მაჩვენებლის გაზრდას პროგნოზირებენ.

„2024 წლისთვის გარკვეული მოთხოვნა და გეგმები უკვე გვაქვს. ვიმედოვნებთ, სასტუმროს გაყიდვებში ბიზნეს ტურიზმის წილი მომავალ წელს უნდა გაორმაგდეს, გასამმაგდეს“, - აღნიშნა სასტუმროს გაყიდვების დირექტორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები