მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

MICE ტურიზმის მიმართულებით ყველაზე დიდი დარტყმა კახეთის სასტუმროებმა მიიღო - შალვა ალავერდაშვილი

hotel

სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელი აცხადებს, რომ კახეთის სასტუმროების შემოსავლებზე ნეგატიურად მოქმედებს საქართველოს საქმიანი ტურიზმის მიმართულებით არსებული ტენდენციები.

შალვა ალავერდაშვილის თქმით, რეგიონის სასტუმროებისთვის მნიშვნელოვანი შემოსავლების მომტანი იყო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული კონფერენციები. მათი შეჩერების შედეგად კი რეგიონის სასტუმროების ნაწილი იძულებული გახდა არასეზონზე, ზამთრის თვეებში მუშაობა გაეჩერებინა.

“MICE ტურიზმის მიმართულებით ყველაზე დიდი დარტყმა ამ ეტაპზე კახეთის სასტუმროებმა მიიღო. კახეთში არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული კონფერენციები თითქმის სრულად შეჩერდა და შესაბამისად, ის არასეზონი, რომელიც კახეთის სასტუმროებს ამ გზით ჰქონდათ ხოლმე დაბალანსებული, საკმაოდ ჩავარდა. შესაბამისად, ძალიან ბევრი სასტუმრო კახეთში ზამთრის პერიოდში დაიკეტა და აპირებს მუშაობის განახლებას ზაფხულიდან”, - განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები