ამერიკული ტექგიგანტი Microsoft-ი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში $15.2 მილიარდის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება კომპანიამ ოფიციალურ გამოაცხადა. საინვესტიციო პერიოდი 2025-2029 წლებია, მიზანი კი გაერთიანებულ საამიროებში AI ინფრასტრუქტურისა და მონაცემთა ცენტრების აგებაა.
აღსანიშნავია, რომ Microsoft-მა მასშტაბური ინვესტიციის განხორციელების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ამერიკის მთავრობისაგან Nvidia-ს წამყვანი ჩიპების, A100-ის, H100-ის, H200-ისა და GB300-ის გაერთიანებულ საამიროებში ჩატანის უფლება მიიღო. შეგახსენებთ, დონალდ ტრამპი ამერიკული ტექგიგანტის მიერ ნაწარმოები ჩიპების სხვა ქვეყნებში ექსპორტს მკაცრად ეწინააღმდეგება და მხოლოდ გამონაკლისის შემთხვევებში უჭერს მხარს ჩიპების გაყიდვას.
აღსანიშნავია, რომ Microsoft-მა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ინვესტიცია აქამდე ერთხელ უკვე განახორციელა. საუბარია ადგილობრივად დაფუძნებულ AI კომპანია G42-ზე, რომელშიც ამერიკულმა გიგანტმა $1.5 მილიარდი ჩადო.




























