მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Microsoft-ი მომხმარებელს Windows-ის სისტემის დაუყოვნებელი განახლებისკენ მოუწოდებს

60e6ed9203cc6
ნათია თაქთაქიშვილი
09.07.21 00:00
832
ტექნოლოგიური გიგანტი Microsoft-ი მომხმარებელს Windows-ის სისტემის დაუყოვნებელი განახლებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ Microsoft-მა აღნიშნული გადაწყვეტილება სპეციალისტების მიერ ოპერაციულ სისტემაში აღმოჩენილი სერიოზული ხარვეზების გამო მიიღო, რადგან მომხმარებელი კომპიუტერი ჰაკერული თავდასხმებისგან დაუცველი ხდება. კერძოდ, საუბარია PrintNightmare-ზე, რაც გავლენას ახდენს Windows Print Spooler სერვისზე.

Microsoft-ის განცხადებით, თუ მომხმარებელი Windows-ის სისტემას დროულად არ განაახლებს, სურვილის შემთხვევაში ჰაკერებს შეუძლიათ სხვადასხვა პროგრამების დაყენება და წაშლა, ასევე მომხმარებელთა ახალი ანგარიშების შექმნა, რაც მათ აძლევთ საკმარის კონტროლს კომპიუტერებზე ზიანის მისაყენებლად.

Microsoft-ის თქმით, მომხმარებელს მოუწევს როგორც Windows 10-ის ასევე Windows 7-ის სისტემების განახლება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები