მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Microsoft-ი საკუთარ სერვისებში ChatGPT-ის ინტეგრირებას გეგმავს

63c6b6e05a2dc
გიორგი თოლორდავა
17.01.23 18:58
738
ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი, Microsoft-ი საკუთარ ციფრულ სერვისებში კომპანია OpenAI-ის მიერ შექმნილი ხელოვნური ინტელექტის, ChatGPT-ის ინტეგრირებას გეგმავს.

Bloomberg-ის ინფორმაციით, Microsoft-ის Cloud-სერვისების მომხმარებლები ახალ ფუნქციონალთან მიიღებენ წვდომას, Microsoft Azure კი GPT-3.5 სისტემით აღიჭურვება, რაც Azure-ის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გაზრდის.

ცნობისთვის, უახლოეს მომავალში Microsoft-ი კომპანია OpenAI-ის 35%-იანი წილის 10 მილიარდ დოლარად შეძენას გეგმავს.

გარიგების დასრულების შემდეგ, OpenAI-ს საბაზრო კაპიტალიზაცია 30 მილიარდ დოლარს მიაღწევს, რაც მას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ A.I. კომპანიად აქცევს.

აღსანიშნავია, რომ ChatGPT მხოლოდ კვლევითი პროდუქტია და ის OpenAI-ს მიერ ამ ეტაპზე კომერციალიზებული არ არის, თუმცა მომავალში იგეგმება, რომ ხელოვნური ინტელექტის მომსახურების სერვისი მონეტიზებული იქნეს და კომპანიამ შემოსავლის მიღებაც შეძლოს.

კომპანია Microsoft-ი OpenAI-ს საქმიანობით ჯერ კიდევ 2017 წელს დაინტერესდა, 2019-ში კი ტექნოლოგიურმა გიგანტმა სტარტაპში $1-მილიარდიანი ინვესტიცია განახორციელა. წყაროების მტკიცებით, Microsoft-ს A.I. კომპანიაში საკუთარი წილის 50%-მდე გაზრდა სურს და ChatGPT-ის საკუთარ სერვისებში, მათ შორის, Windows-სა და Bing-ში ინტეგრირება.

ამჟამად ChatGPT ნებისმიერი მომხმარებლისთვის უფასოდაა ხელმისაწვდომი. ხელოვნური ინტელექტი პასუხების დასაგენერირებლად ინტერნეტში 2021 წლამდე აღბეჭდილ მონაცემებს იყენებს, თუმცა Microsoft-ი გეგმავს, რომ ხელოვნურ ინტელექტს საკუთარ საძიებო სისტემასთან, Bing-თან წვდომა მისცეს და ის უახლესი მონაცემებით აღჭურვოს, რათა, პირველ რიგში, ChatGPT-ის შესაძლებლობები მკვეთრად გაიზარდოს და მეორე - Bing-მა Google-ის საძიებო სისტემასთან კონკურენციის გაწევა შეძლოს.


"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები