ტექნოლოგიური კომპანია Microsoft-ი აცხადებს, რომ Windows-ის ახალ ვერსიას 24 ივნისს წარადგენს. კომპანიამ აღნიშნული სიახლის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც Microsoft-ის გენერალურმა დირექტორმა სატია ნადელამ კომპიუტერის ახალი ოპერაციული სისტემა გასულ კვირას ვებ-დეველოპერებს გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ სატია ნადელას განცხადებით, კომპანია Windows 10X-ს აღარ გამოიყენებს, რადგან აღნიშული ოპერაციული სისტემა თავდაპირველად შექმნილი იყო ორმაგი ეკრანის მოწყობილობებისთვის (dual-screen Surface Neo), რომლის წარმოებაც დროებით შეფერხდა.
ტექნოლოგიურმა კომპანიამ გადაწყვიტა, რომ ყურადღება გაამახვილოს ისეთი ოპერაციულ სისტემებზე, რომელიც მეტად გამოსაყენებელი იქნება ცალ ეკრანულ კომპიუტერებზე (Single Screen PCs) და ლეპტოპებზე.
გამოცემა წერს, რომ Microsoft-ის მთლიანი შემოსავლების 14% Windows-ის ოპერაციული სისტემებზე მოდის, რომელიც დღემდე პერსონალური კომპიუტერების დომინანტი ოპერაციული სისტემაა.