მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Microsoft-ის კაპიტალიზაცია $2 ტრილიონამდე გაიზარდა | მან მსოფლიო რეიტინგში მეორე ადგილზე გადაინაცვლა

63e34e65e13a6
გიორგი თოლორდავა
08.02.23 11:27
1280
ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Microsoft-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიების რეიტინგში არაბულ Saudi Aramco-ს გადაუსწრო და მეორე ადგილზე გადაინაცვლა, კომპანია Apple-ის გვერდით.

Microsoft-ის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2 ტრილიონ დოლარს აღწევს, რაც გასულ 24 საათში მისი აქციების ღირებულების 4%-იანი ზრდითაა განპირობებული.

Microsoft-ის აღმასვლა OpenAI-სთან თანამშრომლობითაა განპირობებული. ხელოვნურ ინტელექტ ChatGPT-ში ინვესტირების შემდეგ, Microsoft-მა ახალი ტექნოლოგიური შესაძლებლობები მიიღო, რასაც ინვესტორები დადებითად აფასებენ.

უახლოეს მომავალში Microsoft-ის ფლაგმანური პროდუქტები, მათ შორის: Windows, Bing, Azure და Office აღიჭურვება OpenAI-ს მიერ შექმნილი ხელოვნური ინტელექტით, რაც ზემოხსენებული სერვისების კონკურენტუნარიანობას მკვეთრად გაზრდის.


"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები