ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Microsoft-ის საბაზრო კაპიტალიზაცია ახალ რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა და მისმა შეფასება 3 ტრილიონ დოლარს მიაღწია.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში Microsoft-ის აქციების ღირებულება 67%-ითაა გაზრდილი, რაც პირდაპირ კავშირშია მისი შვილობილი კომპანიის, OpenAI-ს წარმატებასთან, რომელმაც 2023 წლის მთავარი ინოვაცია - ChatGPT წარუდგინა საზოგადოებას.
ეს $3-ტრილიონიანი კომპანია ბილ გეიტსმა და პოლ ალენმა 1975 წელს დააფუძნეს და მან კომპიუტერულ ინდუსტრიაში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა. კომპანია ამჟამად 238,000 თანამშრომელს ასაქმებს და ის ყოველწლიურად დაახლოებით $200 მილიარდის შემოსავალს აგენერირებს.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.