ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Microsoft-ის მოგება და შემოსავლები 2024 წლის მესამე კვარტალში რეკორდულად გაიზარდა.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, Microsoft-ის შემოსავალმა მესამე კვარტალში 65.6 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც თითქმის $1 მილიარდით მეტია პროგნოზირებულ მაჩვენებელზე და კომპანიის არსებობის ისტორიაში დაფიქსირებულ რეკორდს წარმოადგენს.
როგორც ვთქვით, Microsoft-ის წმინდა მოგებაც რეკორდულ ნიშნულზეა, რომელიც $24.7 მილიარდს შეადგენს, ნაცვლად ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებული $23.2 მილიარდისა.
Microsoft-ის ფინანსური შედეგების გაუმჯობესება პირდაპირ კავშირშია მის სერვისებში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციასთან. მოგეხსენებათ, ChatGPT-ის შემოქმედ სტარტაპს, OpenAI-ს სწორედ ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი ფლობს.
გარდა ამისა, ბოლო პერიოდის განმავლობაში მკვეთრადაა გაზრდილი Azure Cloud-სერვისების, Office-ის და Windows-ის შემოსავლები.
ამჟამინდელი მონაცემებით, Microsoft-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 3 ტრილიონ 250 მილიარდ დოლარს აღწევს და ამ მაჩვენებლით ის გლობალურ რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს.