მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Microsoft-მა კაპიტალიზაციით Apple-ს გადაუსწრო, ის პლანეტის უმსხვილესი კომპანია გახდა

Microsoft

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Microsoft-მა კაპიტალიზაციით Apple-ს გადაუსწრო და გლობალურ რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა.

Microsoft-ის საბაზრო შეფასება ამჟამად 2 ტრილიონ 890 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც კომპანიის არსებობის ისტორიაში დაფიქსირებული რეკორდული მაჩვენებელია.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში Microsoft-ის აქციების ღირებულება 62%-ითაა გაზრდილი, რაც პირდაპირ კავშირშია მისი შვილობილი კომპანიის, OpenAI-ს წარმატებასთან, რომელმაც 2023 წლის მთავარი ინოვაცია - ChatGPT წარუდგინა საზოგადოებას.

კონკურენტის აღმასვლის ფონზე, ერთ თვეში 6%-ითაა შემცირებული Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაცია, რაც არასახარბიელო ფინანსური შედეგებით და გაუარესებული პროგნოზებითაა განპირობებული.

რაც შეეხება უშუალოდ Microsoft-ს, ეს ტექნოლოგიური გიგანტი ბილ გეიტსმა და პოლ ალენმა 1975 წელს დააფუძნეს და მან კომპიუტერულ ინდუსტრიაში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა. კომპანია ამჟამად 238,000 თანამშრომელს ასაქმებს და ის ყოველწლიურად დაახლოებით $200 მილიარდის შემოსავალს აგენერირებს.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები