ამერიკულმა Microsoft-მა ხელოვნური ინტელექტის ბაზარზე საკუთარი პოზიციების გასამყარებლად MAI-სერიის სამი ახალი ფუნდამენტური მოდელი წარადგინა.
ტექნოლოგიური გიგანტის მიერ შექმნილი MAI-Transcribe-1, MAI-Voice-1 და MAI-Image-2 ხელსაწყოები დეველოპერებისთვის Microsoft Foundry-ის პლატფორმაზე უკვე ხელმისაწვდომია.
კომპანიის განმარტებით, MAI-Transcribe-1 მეტყველების ტექსტად გარდაქმნას 25-ზე მეტ ენაზე მაღალი სიზუსტით უზრუნველყოფს. ხმოვანი გენერაციისთვის განკუთვნილი MAI-Voice-1 ადამიანის რეალისტური ხმის სინთეზირებას რამდენიმეწამიანი ნიმუშის საფუძველზე ახდენს. ვიზუალური კონტენტის შესაქმნელად კი კომპანიამ MAI-Image-2 გამოუშვა, რომელიც წინამორბედებთან შედარებით გამოსახულების დამუშავების გაზრდილი სისწრაფით გამოირჩევა.
ბიზნესსექტორისთვის წარდგენილი ეს AI-ხელსაწყოები საწარმოო პროცესებში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციის ხარჯების შემცირებას ისახავს მიზნად, რადგან მათი გამოყენება უფრო მარტივი და იაფი იქნება, ვიდრე Claude-ის ან OpenAI-ის მოდელების.




























