მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Microsoft-მა Skype-ის დახურვა გადაწყვიტა

skype

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Microsoft-მა ვიდეოზარების განსახორციელებელი საკომუნიკაციო პლატფორმის, Skype-ის დახურვა გადაწყვიტა.

როგორც ცნობილია, Skype-ის ფუნქციონალს Microsoft Teams-ის სახელით ცნობილი აპლიკაცია შეასრულებს, რომელიც მის ალტერნატივად შეიქმნა და დამატებით ფუნქციონალსაც აერთიანებს.

Skype-ის დახურვის მიზეზი მარტივია - მომხმარებლები მას აღარ იყენებდნენ, რაც პროექტს კომერციულად გაუმართლებლად აქცევდა.

2003 წელს დაფუძნებული Skype-ი 2011 წელს Microsoft-მა შეიძინა და რამდენიმე წლის განმავლობაში ის საკმაოდ პოპულარული საკომუნიკაციო პლატფორმა იყო, თუმცა Messenger-ის და WhatsApp-ის გამოჩენის შემდეგ, Skype-მა აქტუალობა დაკარგა და მომხმარებლების გარეშე დარჩა.

როგორც ვიცით, Skype-ის მხარდაჭერა Microsoft-ის მიერ მაისიდან შეწყდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები