2020 წლიდან შავი ზღვის და შუა აზიის რეგიონში, განათლების ციფრული ტრანსფორმაციის პროცესს კორპორაცია Microsoft-ის საქართველოს ოფისიდან დავით ჭიაბერაშვილი წარუძღვება. დავითი აღნიშნული მიმართულებით, საქართველოს გარდა, რეგიონის კიდევ 11 ქვეყანას ფარავს. კორპორაცია Microsoft ყოველთვის განსაკუთრებულ პრიორიტეტს ანიჭებს განათლების სფეროს განვითარებას და მუდმივად გამოირჩევა სიახლეების დანერგვით ამ დარგში. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე კი განათლების ციფრული ტრანსფორმაცია და ტექნოლოგიური უნარების განვითარების აუცილებლობა სულ უფრო თვალსაჩინო ხდება მსოფლიოს მასშტაბით.
დავით ჭიაბერაშვილი Microsoft Corporation-ის ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში, Microsoft Georgia-ს გუნდს 2018 წელს შეუერთდა და კომპანიის განათლების მიმართულების მენეჯერის პოზიცია დაიკავა. მას აქვს გაყიდვების, ბიზნესის მართვისა და სატელეკომუნიკაციო ბიზნესში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება.
2018 წლიდან დღემდე, დავითს მონაწილეობა აქვს მიღებული საქართველოს განათლების სისტემის ტრანსფორმაციის პროცესში. ყველაზე მნიშვნელოვანი კი 2020 წლის განმავლობაში Microsoft-ის დისტანციური სწავლების პლატფორმების დანერგვაა, რომელთა მეშვეობითაც საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს სასწავლებლებში უწყვეტი სასწავლო პროცესი მიმდინარეობს.
(R)