18 ივლისს, Microsoft-ზე განხორციელებულმა მასშტაბურმა ჰაკერულმა თავდასხმამ 100-ზე მეტი ორგანიზაცია დააზარალა. მათი დიდი ნაწილი შეერთებული შტატებისა და გერმანიის მთავრობებს ექვემდებარებოდა. კვლავ უცნობია, ზუსტად რა მოცულობის მასალების უკანონო მოპოვება მოახერხეს ჰაკერებმა, თუმცა საუბარია არაერთ დახურულ ინფორმაციაზე. მათი შავ ბაზარზე მოხვედრა კი ქვეყნების ხელისუფლებებსა თუ რიგ კომპანიებს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.
Microsoft-ის ერთ-ერთ სერვერზე განხორციელებული კიბერშეტევის ფონზე კომპანიამ 20 ივლისს უსაფრთხოების განახლება გამოუშვა და ყველა მომხმარებელს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დააყენონ ის.
აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით არცერთი ჰაკერის ვინაობა დადგენილი არ არის, თუმცა ზოგიერთი სამხილი მიუთითებს, რომ პროცესში ჩინური ორგანიზაცია იყო ჩართული.
ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის ეროვნული კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტები, სხვა მოკავშირე ქვეყნებთან თანამშრომლობით მომხდარის გამოძიებას აგრძელებენ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსგავსი საფრთხეების სამომავლოდ აღკვეთაზეც ერთად იმუშავებენ.




























