ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია MicroStrategy ბიტკოინში ინვესტიციის გასაზრდელად და დამატებითი მოცულობის კრიპტოვალუტის შესაძენად 500 მილიონი დოლარის ვალის აღებას გეგმავს.
კომპანია თანხას კორპორაციული ობლიგაციების გამოშვებით მიიღებს ინვესტორების მხრიდან, რომელსაც რამდენიმე წელიწადში უკან დააბრუნეს.
ცნობისთვის გეტყვით, რომ MicroStrategy ბიტკოინის უმსხვილესი ინვესტორია. საერთო ჯამში, კომპანია 205,000-მდე ბიტკოინს ფლობს, რაშიც თითქმის 6.2 მილიარდი დოლარია გადახდილი.
ამჟამინდელი მდგომარეობით, MicroStrategy-ს პორტფელის მოცულობა 15 მილიარდ დოლარს აღწევს, ანუ კომპანიამ ბიტკოინში განხორციელებული ინვესტიციით 140%-იანი ამონაგები უკვე მიიღო.
MicroStrategy-ს დამფუძნებელი და კრიპტოაქტივის უმსხვილესი კორპორაციული ინვესტორი, მაიკლ სეილორი აცხადებს, რომ ის ბიტკოინის გაყიდვის პერსპექტივას არც განიხილავს.
სეილორის განმარტებით, უოლ-სტრიტზე ETF-ების გამოჩენით პანდორას ყუთი გაიხსნა და ბიტკოინი საინვესტიციო ფონდებისა და კომპანიებისთვის ხელმისაწვდომ აქტივად იქცა. ამ მოცემულობის ფონზე, ბიტკოინის გაყიდვა აზრს მოკლებული გადაწყვეტილება იქნება, რადგან ბიტკოინის მსგავსი ზრდის პოტენციალი სხვა არცერთ საინვესტიციო აქტივს არ აქვს.