მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

MicroStrategy-მ ბიტკოინში ინვესტიცია $600 მილიონით გაზარდა

MicroStrategy

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანია Microstrategy-მ 600 მილიონ დოლარად დამატებით 16,130 ბიტკოინი შეიძინა, რის შედეგად კრიპტოაქტივში ინვესტირებული პორტფელის მოცულობამ 6 მილიარდ 680 მილიონ დოლარს მიაღწია.

Microstrategy ამჟამად კრიპტოაქტივების უმსხვილესი კორპორაციული ინვესტორია მსოფლიოს მასშტაბით, ის ჯამში 174,530 ბიტკოინს ფლობს.

კომპანიის დამფუძნებლის, მაიკლ სეილორის განცხადებით, ბიტკოინი საუკუნის საუკეთესო საინვესტიციო აქტივია და ყველა საღად მოაზროვნე კომპანიის ლიდერმა უნდა იფიქროს იმაზე, რომ პორტფელში ბიტკოინი დაამატოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები