მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

MicroStrategy-მ ბიტკოინში ინვესტიცია $820 მილიონით გაზარდა

microstrategy

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანია Microstrategy-მ 820 მილიონ დოლარად დამატებით 12,000 ბიტკოინი შეიძინა.

საერთო ჯამში, კომპანია 205,000-მდე ბიტკოინს ფლობს, რაშიც თითქმის 6.2 მილიარდი დოლარია გადახდილი. MicroStrategy ბიტკოინის უმსხვილესი კორპორაციული ინვესტორია.

ამჟამინდელი მდგომარეობით, MicroStrategy-ს პორტფელის მოცულობა 15 მილიარდ დოლარს აღწევს, ანუ კომპანიამ ბიტკოინში განხორციელებული ინვესტიციით 140%-იანი ამონაგები მიიღო.

MicroStrategy-ს დამფუძნებელი და კრიპტოაქტივის უმსხვილესი კორპორაციული ინვესტორი, მაიკლ სეილორი აცხადებს, რომ ის ბიტკოინის გაყიდვის პერსპექტივას არც განიხილავს.

სეილორის განმარტებით, უოლ-სტრიტზე ETF-ების გამოჩენით პანდორას ყუთი გაიხსნა და ბიტკოინი საინვესტიციო ფონდებისა და კომპანიებისთვის ხელმისაწვდომ აქტივად იქცა. ამ მოცემულობის ფონზე, ბიტკოინის გაყიდვა აზრს მოკლებული გადაწყვეტილება იქნება, რადგან ბიტკოინის მსგავსი ზრდის პოტენციალი სხვა არცერთ საინვესტიციო აქტივს არ აქვს.

სეილორი იმასაც ამბობს, რომ სანამ ბაზარზე ბიტკოინზე უკეთესი აქტივი არ გამოჩნდება, ის მას მანამდე არ გაყიდის. ბიტკოინის ჩანაცვლება კი, შესაძლოა, ვერასოდეს ვერაფერმა შეძლოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები