ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანია Strategy-მ დამატებითი რაოდენობით ბიტკოინის შესაძენად, ინვესტორების მხრიდან 2.1 მილიონი დოლარის ვალი აიღო და კრიპტოაქტივში ინვესტიცია გაზარდა.
ამ დროისთვის Strategy ბიტკოინის უმსხვილესი კორპორაციული ინვესტორია მსოფლიოში. საერთო ჯამში, კომპანია 710,000-მდე ბიტკოინს ფლობს, პორტფელის საერთო შეფასება კი ამჟამინდელი ფასით $65 მილიარდს აღწევს.
როგორც ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, MicroStrategy-ს ბიტკოინზე თითქმის 200%-იანი საინვესტიციო ამონაგები აქვს. საინტერესოა ისიც, რომ ეს ამერიკული კომპანია ბიტკოინის გლობალური მიწოდების 2.7%-ს ფლობს, ანუ ის კრიპტოაქტივის ყველაზე მსხვილი მფლობელია.



























