ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანია MicroStrategy-მ 800 მილიონ დოლარად დამატებით 12,000 ბიტკოინი შეიძინა.
საერთო ჯამში, კომპანია 226,000-მდე ბიტკოინს ფლობს, რომლის საერთო ღირებულება 15 მილიარდ დოლარს აჭარბებს. ამჟამინდელი მდგომარეობით, ბიტკოინში განხორციელებული ინვესტიციით MicroStrategy-ს დაახლოებით 140%-იანი ამონაგები აქვს მიღებული.
MicroStrategy-ს დამფუძნებელი და კრიპტოაქტივის უმსხვილესი კორპორაციული ინვესტორი, მაიკლ სეილორი აცხადებს, უოლ-სტრიტზე ETF-ების გამოჩენით პანდორას ყუთი გაიხსნა და ბიტკოინი საინვესტიციო ფონდებისა და კომპანიებისთვის ხელმისაწვდომ აქტივად იქცა. ამ მოცემულობის ფონზე, ბიტკოინის გაყიდვა აზრს მოკლებული გადაწყვეტილება იქნება, რადგან ბიტკოინის მსგავსი ზრდის პოტენციალი სხვა არცერთ საინვესტიციო აქტივს არ აქვს.