მოლებს მომხმარებელი შეუმცირდა. 2022 და 2023 წარმატებული წლების შემდეგ მიგრანტების ეფექტის შემცირებით 2024 წლის დასაწყისში მოცემულობა შეიცვალა.
ზრდის ტემპი შემცირებულია "თბილისი ცენტრალის" შემთხვევაშიც. ლევან ყარალაშვილის თქმით, ადგილობრივი მომხმარებელი მიგრანტებისა და ტურისტების მოთხოვნას ვერ აბალანსებს.
ლევან ყარალაშვილი 2024 წელს ფრთხილი ოპტიმიზმით უყურებს და ამბობს, რომ შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით ბიზნესი 2024 წელს სავარაუდოდ მცირე ზრდით მაინც ჩახურავს.
“ზრდა არის, ყოველ შემთხვევაში ის რითეილერები, რომლებიც ქართულ ბაზარზე არიან ყველას პროგნოზი არის დადებითი, თუმცა იქნება ზრდის შემცირებული დოზა. თუ მიგრანტების და ტურისტების წილი თითქმის 30-40% ფარგლებში იყო დღეს რიცხვი 15-20%-ის ფარგლებშია და ეს არის ზუსტად ის ფაქტორი, რომ ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან მოხმარების ზრდა არ ანაცვლებს ამ ნაკადების ზრდიდან გამოწვეულ ეფექტს. ვფიქრობ, ამაზე აისახება ისიც, რომ ჯერჯერობით სრულად ვერ მოხდა 2019 წლის ტურისტული ნაკადების აღდგენა, ეს ტემპი შენელებული იქნება. ამის გამოძახილია ის რომ მეტ ნაკლებად სავაჭრო სექტორში შენელებული არის მოლოდინი იმ ჭრილში, რომ ის ზრდა, რასაც ბოლო 2 წელი სექტორი განიცდიდა შენარჩუნებული იქნება,”- ამბობს თბილისის ცენტრალის დირექტორი ლევან ყარალაშვილი.
ცნობისთვის: ბიზნესის განწყობის ინდექსი გაუარესდა, ყველაზე დიდი ვარდნა ამ ნაწილში ვაჭრობის და მრეწველობის სექტორებში ფიქსირდება. ვაჭრობის ნაწილში შემცირება 28.6 პუნქტია შემცირებულია მოლოდინების ინდექსიც, ყველაზე პესიმისტურად მომავალი წლის მიმართ ვაჭრობის სექტორია განწყობილი.