მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიგრანტების ნაკადს განსაკუთრებული გავლენა უძრავი ქონების ბაზარზე ჰქონდა - ISET

6423f3f58df1e
მარიამ ვარადაშვილი
29.03.23 12:23
698
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი მკვლევარი დავით კვეშელავა აცხადებს, რომ ქვეყანაში მიგრანტების ნაკადმა ინფლაციის ზრდას შეუწყო ხელი, რაც უფრო თვალსაჩინო სექტემბრიდან გახდა.

“მიგრანტების ნაკადს გარდა პოზიტიური გავლენისა, ნეგატიური შედეგიც ჰქონდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფლაცია, რადგან ამ მაჩვენებელში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დამატებით მოთხოვნას, რაც მიგრანტების ნაკადს უკავშირდება. ვიცით, რომ ეს ნეგატიურად მოქმედებს განსაკუთრებით მოსახლეობის ღარიბ ნაწილზე, რადგან მათ სამომხმარებლო კალათაში ძალიან დიდი წილი აქვს იმ პროდუქტებს, რომლებზეც ამ გაზრდილი მოთხოვნის ფონზე ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო უძრავი ქონების ბაზარზე გავლენა და აქ განსაკუთრებით ყურადსაღებია ბინის ქირის მნიშვნელოვანი გაძვირება. ფასებზე განსაკუთრებით დიდი ეფექტი ჰქონდა მიგრანტების ე.წ მეორე ტალღას, რაც ოქტომბრის შემდეგ პერიოდში დაიწყო. გასაქირავებელი ბინის ფასი ფაქტობრივად ყველა უბანში გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ მიგრანტების პირველი ნაკადის შემოსავლის შემდეგ ფინანსური კრიმინალის ზრდაც იყო",-ამბობს კვეშელავა. 

მისივე თქმით, მიგრაციის ეფექტი საქართველოს ეკონომიკაზე წლის მეორე ნახევრიდან კლებას დაიწყებს, ხოლო წლის ბოლოსთვის ეგ გავლენაც ამოიწურება: “ეკონომიკურ ზრდაზე მიგრანტების გავლენა შედარებით მაღალი წლის პირველ ნახევარში იქნება".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები