მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიგრანტთა დაბრუნების პროგრამაზე მიმდინარე წელს 650 000 ლარი დაიხარჯება - სააგენტო

62111150f130b
ინგა მურუსიძე
19.02.22 22:33
2326
2021 წელს, „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამა“ გამოცხადდა, რომელიც მიმდინარე წელსაც გრძელდება.

როგორც დევნილთა სააგენტოდან bm.ge-სთვის მიწოდებული ინფორმაციით ირკვევა, პროგრამაში ჩართვის მიზნით სააგენტოში 2021 წელს დარეგისტრირდა 1058 დაბრუნებული მიგრანტი, აქედან 178-მა ვერ დააკმაყოფილა პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმები, ხოლო 880 დაბრუნებული მიგრანტს შესაძლებლობა ქონდა მიეღო სარეინტეგრაციო სერვისები შემდეგი სხვადასხვა მიმართულებით: სამედიცინო, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფით, პროფესიული გადამზადება და ტექნიკით უზრუნველყოფა.

სააგენტოს ცნობით, პროგრამის 2021 წლის დაგეგმილი ბიუჯეტი შეადგენდა 650 000 ლარს და სრულად იქნა ათვისებული.

აქვე აღსანიშნავია, რომ პროგრამა გამოცხადდა წელსაც, განაცხადების მიღება 9 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

პროგრამის 2022 წლის დაგეგმილი ბიუჯეტი შეადგენს 650 000 ლარს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები