აშშ-ის საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალური სააგენტო (FEMA) შტატებისთვის $608 მილიონის გადასაცემად ემზადება - თანხა იმიგრანტთა დაკავების ცენტრების მოწყობას მოხმარდება.
FEMA დაკავების მხარდამჭერ საგრანტო პროგრამას: იწყებს, რომელიც სრულად დაფარავს დროებითი მოთავსების დაწესებულებების მშენებლობის ხარჯებს. სააგენტოს თანახმად, შტატებს გრანტის მისაღებად დარეგისტრირება 8 აგვისტომდე შეეძლებათ.
ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს, წაახალისოს შტატები მიგრანტთა დასაკავებლად თავიანთი დაწესებულებების ასაშენებლად. ახალი პროგრამა კი ადმინისტრაციას ფინანსური დახმარების გაწევის შესაძლებლობას აძლევს.
დაფინანსებას FEMA აშშ-ის საბაჟო და სასაზღვრო დაცვის სამსახური გაანაწილებენ.
ფლორიდას შტატის გუბერნატორმა, რომელიც რესპუბლიკურ პარტიას წარმოადგენს, უკვე აღნიშნა, რომ შტატი FEMA-ს გრანტზე განცხადებას შეიტანს იმ ხარჯების ანაზღაურების მიზნით, რაც ფლორიდას "ალკატრაზის" ახალი ცენტრის მშენებლობა დაუჯდა.




























