მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიგრაციის ეფექტის ზეგავლენა წელსაც პოზიტიური იქნება - "თიბისი კაპიტალი"

მიგრაცია

"თიბისი კაპიტალის" შეფასებით, მიგრაციის ეფექტის ზეგავლენა წელსაც პოზიტიური, თუმცა გასულ წელთან შედარებით გაცილებით ნაკლები იქნება. 

"თიბისი კაპიტალის" მთავარი ეკონომისტი ბოლო განახლებაში ტრადიციული ტურიზმის მეტ და მიგრაციის ეფექტის ნაკლებ ზეგავლენას მიმოიხილავს.

"ივლისის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 5.5%-ით განისაზღვრა. ამ ეტაპზე, ეკონომიკური აქტივობის შედარებით ნორმალიზების მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი საექსპორტო კატეგორიაში საერთაშორისო სასაქონლო ფასების შემცირებაა. მიგრაციის ეფექტს რაც შეეხება, ჩვენი შეფასებით, ზეგავლენა წელსაც პოზიტიური, თუმცა გასულ წელთან შედარებით გაცილებით ნაკლები იქნება.

სად არიან დასაქმებულები და როდის აპირებენ საქართველოში ჩამოსული რუსები უკან დაბრუნებას? - კვლევა

ამასთან, კვლავ გრძელდება ტრადიციული ტურიზმის აღდგენა. საკუთრივ, ბელარუსიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან ვიზიტორების გარეშე, მიმდინარე წლის მე-2 კვარტალში წლიურმა მატებამ 63% შეადგინა და ძირითადი წვლილი თურქეთსა და ევროკავშირზე მოდიოდა.

სავალუტო შემოდინებების ძირითადი წყაროების, იმპორტის, საკრედიტო აქტივობისა და ბიუჯეტის დეფიციტის საპროგნოზო პარამეტრების გათვალისწინებით, 2023 წლისათვის ეკონომიკის ზრდის თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარი დაახლოებით 7%-ს შეადგენს", - წერია თიბისი კაპიტალის განახლებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები