მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ უნდა შეინარჩუნოს საქართველომ მაღალი ეკონომიკური ზრდა - EBRD-ის მოსაზრება

ალკის ვრიენიოს დრაკინოსი

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კავკასიის რეგიონული დირექტორის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში ქვეყნის გეოგრაფიულმა მდებარეობამ და შუა დერეფანმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიძლება შეიტანოს.

როგორც ალკის დრაკინოსმა BMG-ის განუცხადა, საქართველომ უნდა იპოვოს მიმართულება, რომლითაც მიგრაციასთან დაკავშირებული სავალუტო შემოდინებების კლებას დააბალანსებს. მისი განცხადებით, ერთ-ერთი საშუალება, თუ როგორ შეიძლება საქართველომ მაღალი ეკონომიკური ზრდა შეინარჩუნოს, სატრანსპორტო პოტენციალის სწორედ გამოყენებაა.

ამასთან, EBRD-ის რეგიონული დირექტორი აღნიშნავს, რომ შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად აუცილებელია არსებული სატრანსპორტო გამოწვევები და ბარიერები დროულად მოგვარდეს.

„ვიცით, რომ რუსეთიდან მიგრაციამ და სავალუტო შემოდინებებმა საქართველოს ეკონომიკაზე დადებითი გავლენა იქონია. ახლა კითხვა შემდეგში მდგომარეობს - როგორ უნდა შენარჩუნდეს ზრდის კარგი ტემპი. ამისთვის ერთ-ერთი კარგი საშუალება საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის გამოყენებაა. სწორედ საქართველოს მდებარეობა განსაზღვრავს მის სამომავლო როლს შუა დერეფნის განვითარებაში, ევროპისა და აზიის დაკავშირებაში. ვფიქრობ, სწორედ ეს იქნება მომავალში საქართველოს ეკონომიკური ზრდისთვის მნიშვნელოვანი ბიძგი. შუა დერეფნის განვითარების მიმართულებით ბევრი პროექტი დაანონსდა, რომელიც საკმაოდ დიდი მოცულობის ინვესტიციას საჭიროებს. თუმცა ვიდრე ეს პროექტები განხორციელდება, ბევრი მიმართულებაა, სადაც გაუმჯობესების მიღწევა მალევეა შესაძლებელი, მაგალითად, სასაზღვრო ბარიერების შემცირება და დიგიტალიზაცია”, - განაცხადა ალკის დრაკინოსმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები