სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი უძრავ-მოძრავ ქონებას არ ფლობს.
2025 წლის 3 ივნისს ჩაბარებული დეკლარაციის მიხედვით, მის სახელზე უძრავი ან მოძრავი ქონება არ ფიქსირდება. ხიდურელი მხოლოდ რამდენიმე კომპანიის აქციებს ფლობს.
კერძოდ, მიხეილ ხიდურელმა 2025 წელს შეიძინა Boyd Gaming Corporation-ის ერთი და SpringWorks Theurapeutics Inc-ის 4 აქცია, რაშიც ჯამურად 269 დოლარი გადაიხადა. ხიდურელი ასევე ფლობს Alibaba Group-ის 2 აქციას, რომელიც 2023 წელს 200 დოლარად იყიდა და 2024 წელს ნაყიდ BarclaysPLC-ის 42 აქციას, რაშიც 429 დოლარი გადაიხადა.
დეკლარაციით, მის სახელფასო და მიმდინარე ანგარიშებზე 17 340 ლარია, ანაბარზე - 32 326,91 ლარი.
გასულ წელს მიხეილ ხიდურელმა სააგენტოს დირექტორის სახელფასო ანაზღაურების სახით 120 933,85 ლარი მიიღო, ასევე, როგორც იორდანიაში ტრენერმა (კონტრაქრის მხარე იყო PMCG) - 4 770 დოლარი.
დეკლარაციის მიხედვით, მან გასულ წელს სარემონტო მასალების შეძენაზე 3 387 ლარი დახარჯა.




























