მიხეილ კიკნაძე კულტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. შესაბამისი ბრძანება ირაკლი კობახიძემ დღეს, 17 ნოემბერს გამოაქვეყნა.
"„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 24–ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს მიხეილ კიკნაძე საქართველოს კულტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობიდან 2026 წლის 17 ნოემბრიდან", - წერია დადგენილებაში.
მიხეილ კიკნაძე კულტურის მინისტრის მოადგილედ 2026 წლის 28 ივლისს დაინიშნა, მას შემდეგ, რაც თინათინ რუხაძემ მინისტრის პოსტი დატოვა. ის მინისტრის მოვალეობასაც ასრულებდა თანამდებობაზე მაია ბითაძის დანიშვნამდე.
























