მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიხეილ ლომთაძე Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგში დაბრუნდა

მიხეილ ლომთაძე

ყაზახური ფინტექ პლატფორმა, Kaspi-ის CEO-ს მიხეილ ლომთაძე Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგში დაბრუნდა. ლომთაძე Bloomberg-ის რეიტინგში რამდენჯერმე მოხვდა და მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგს რამდენჯერმე გამოეთიშა.

პირველად 2021 წლის ოქტომბერში მოხვდა, მაშინ, როდესაც მისმა ქონებამ 5 მლრდ დოლარს გადააჭარბა. რამდენიმე თვეში, ყაზახეთში საპროტესტო აქციებს კრიზისი და ლომთაძის კომპანიის აქციების მკვეთრი კლება მოჰყვა, შედეგად, Bloomberg-ის სიაში ქართველი მილიარდერი აღარ იძებნებოდა. თუმცა 2023 წლის აგვისტოში ისევ დაბრუნდა. შემდეგ თვეში ლომთაძის ქონება შემცირდა და შესაბამისად, რეიტინგს მიღმა აღმოჩნდა. ამ დროისთვის ლომთაძე 500 ადამიანით შედგენილ სიაში 5.8 მლრდ აშშ დოლარით 492 ადგილზეა და ამ სიაში მეორე ქართველია. პირველი, ბიძინა ივანიშვილი კი, 7 მლრდ აშშ დოლარით 381 ადგილს იკავებს.

ქართველი მილიარდერების ქონებაზე განსხვავებულია forbes-ის შეფასება, აქ ლომთაძის ქონება ივანიშილისას აჭარბებს. "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ქონება ამ სიაში 4.9 მლრდ აშშ დოლარადაა შეფასებული, მიხეილ ლომთაძის კი, 5.4 მლრდ აშშ დოლარად.

მიხეილ ლომთაძე ბანკის დამფუძნებელთან, ვიაჩესლავ კიმთან ერთად Kaspi-ს ძირითადი პარტნიორია და მას ბანკის 25% ეკუთვნის.

როგორც Bloomberg-ი, ასევე Forbes-ი მილიარდერთა ქონებების შეფასებებს საკუთარი წყაროებისა და მეთოდოლოგიების მიხედვით ადგენენ. რეალურად რამდენია კონკრეტული მილიარდერის ქონება საჯარო ინფორმაცია არაა და გამოცემების შეფასებები ამ მხრივ მხოლოდ ვარაუდს წარმოადგენს. Bloomberg-ს ქონების შეფასებაში ასახული აქვს მაგალითად ბიძინა ივანიშვილის მიერ შეძენილი თანამედროვე მხატვრების ტილოები და სხვა ძვირფასი ნივთები, რასაც Forbes-ის მეთოდოლოგია არ ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები