მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიხეილ ლომთაძე კვლავ Bloomberg-ის მილიარდერთა სიაშია

მიხეილ ლომთაძე

თვენახევრიანი პაუზის შემდეგ, ქართველი მილიარდერი მიხეილ ლომთაძე კვლავ Bloomberg-ის მილიარდერთა სიაშია.

მიხეილ ლომთაძე, რომელიც ყაზახეთის სუპერ აპის Kaspi-ის CEO-ს პოსტს იკავებს, ბლუმბერგის მილიარდერების სიაში მას შემდეგ აღარ იძებნებოდა, რაც მისი კომპანიის წინააღმდეგ სექტემბრის დასაწყისში გავრცელებული ცრუ ბრალდების შედეგად ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე Kaspi-ს აქციები შემცირდა.

შედეგად, ბლუმბერგის მილიარდერების სიაში ერთადერთი ქართველი, ბიძინა ივანიშვილი იყო, რომლის ქონებაც პლატფორმაზე 7.4 მლრდ აშშ დოლარადაა შეფასებული. რაც შეეხება რეიტინგში დაბრუნებულ ლომთაძეს, Bloomberg-ის მიხედვით მისი ქონება 6.2 მლრდ აშშ დოლარია.

რაც შეეხება კიდევ ერთ, Forbes-ის მილიარდერთა სიას, აქ ლომთაძის ქონების შეფასება "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარისას აღემატება. მიხეილ ლომთაძის ქონება 5.8 მლრდ აშშ დოლარადაა შეფასებული, ხოლო ბიძინა ივანიშვილის 4.9 მლრდ აშშ დოლარი.

ლომთაძე პირველად არ აღმოჩენილა რეიტინგს მიღმა. Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგში რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, მიხეილ ლომთაძე 2024 წლის აპრილში დაბრუნდა.

მიხეილ ლომთაძე Bloomberg-ის მილიარდერების სიაში აღარ არის

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები