მიხეილ ლომთაძე, რომელიც ყაზახური ფინტექ კომპანია Kaspi.kz-ის გენერალური დირექტორია, თურქული ელექტრონული კომერციის პლატფორმა Hepsiburada-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტსაც დაიკავებს.
2025 წლის 29 იანვარს Kaspi-მ Hepsiburada-სთან გარიგება დადო და კომპანიის საკონტროლო პაკეტი (65.41%) 1.1 მილიარდ დოლარად იყიდა.
Hepsiburada-ს დირექტორთა საბჭოში ასევე შევიდნენ Kaspi-ის წარმომადგენლები - იური დიდენკო, თენგიზ მოსიძე და პაველ მირონოვი. დიდენკო Kaspi-ის თავმჯდომარის მოადგილეა. თენგიზ მოსიძე კი Kaspi-ის მთავარი ფინანსური ოფიცრის პოსტს იკავებს. Hepsiburada-ს საბჭოს კიდევ ერთი ახალი წევრი გახდა სანდრო ბერძენიშვილი, რომელიც Kaspi Pay-სა და მობილურ კომერციას ხელმძღვანელობს.
Hepsiburada-ს დირექტორთა საბჭოს წევრთა რაოდენობა შემცირდა და ახლა მას ცხრა ადამიანი შეადგენს.
2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, Kaspi-ის მთავარი აქციონერები არიან მიხეილ ლომთაძე (22.6%), თავმჯდომარე ვიაჩესლავ კიმი (21.4%) და Baring Funds (24.7%).
ჯგუფი ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე არის დალისტული და მისი საბაზო კაპიტალიზაცია 19 მილიარდ დოლარს შეადგენს.
Hepsiburada-ს 2024 წლის განმავლობაში 40 მილიარდი ლირას ანუ 1.3 მილიარდი დოლარის გაყიდვები ჰქონდა.




























