ქართველი ანტრეპრენიორის, მიხეილ ლომთაძის მიერ ყაზახეთში დაფუძნებული ფინტეკ-კომპანია Kaspi ამერიკის შეერთებული შტატების უდიდეს ტექნოლოგიურ ბირჟაზე, NASDAQ-ზე დაილისტება, - ამის შესახებ Reuters-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, პირველადი საჯარო განთავსების თაობაზე Kaspi-მ აშშ-ის ბირჟებისა და ფასიანი ქაღალდების კომისიას უკვე მიმართა, მაგრამ კონკრეტულად რამდენი აქცია დაილისტება ბირჟაზე, ამ ეტაპზე, უცნობია, მაგრამ ფასი, სავარაუდოდ, ლონდონის საფონდო ბირჟის ანალოგიური იქნება.
საერთაშორისო გამოცემის ინფორმაციით, მარეგულირებლისთვის გაგზავნილ დოკუმენტს თან ახლავს ფინტექ-კომპანიის თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მიხეილ ლომთაძის წერილი, რომელშიც ის ამერიკულ ბირჟაზე დალისტვის მიზეზებს განმარტავს და აღნიშნავს, რომ ამ ნაჯიბით კომპანია კიდევ უფრო მეტ ინვესტორს მისწვდება.
შეგახსენებთ, რომ Kaspi.kz-ი საჯარო კომპანიაა, რომლის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2020 წლის ოქტომბრიდან ივაჭრება. თავის დროზე, კომპანიის ერთი აქცია $43-ის ფარგლებში ღირდა. საფონდო ბირჟაზე დალისტვიდან ზუსტად ერთ წელიწადში, კომპანიის აქციების ღირებულებამ მაქსიმალურ ნიშნულს - აქციაზე $145-ს მიაღწია, მაგრამ მოგვიანებით, ყაზახეთში არსებული პოლიტიკური გადატრიალებისა და უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ფასი მკვეთრად შემცირდა, მაგრამ დღეს, Kaspi-ის ერთი აქციის შეძენა $91.5-ად შეიძლება.
მიმდინარე წლის სამ კვარტალში, Kaspi-მ $2.83 მილიარდის შემოსავალი და $1.27 მილიარდის წმინდა მოგება დააგენერირა.
შეგახსენებთ, რომ ფინანსური პროდუქტების გარდა, Kaspi-ის აპლიკაციაში შეხვდებით, როგორც ონლაინმაღაზიებს, ასევე ცენტრალურ აზიაში ონლაინგადახდების ერთ-ერთ უდიდეს პლატფორმას, სადაზღვევო პროდუქტებს და ქლაუდ-სერვისებსაც კი. მარტივად რომ ვთქვათ, Kaspi სუპერ აპია, ანუ აპლიკაცია, რომელიც ყველაფერს აერთიანებს.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.