Kaspi.kz-მა ნიდერლანდურ Rabobank Group-თან ხელი მოაწერა აქციების შეძენის ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს Rabobank-ის თურქული შვილობილი ბანკის, Rabobank A.Ş.-ის შეძენას - ამის შესახებ განცხადებას თავად Kaspi.kz ავრცელებს.
Rabobank A.Ş. თურქეთში სრულად ლიცენზირებული ბანკია, თუმცა მას არ ჰყავს მსესხებლები და დეპოზიტარები და არ ფლობს ფილიალების ქსელს. შესაბამისად, Rabobank-ის ბაზაზე Kaspi.kz სავარაუდოდ ახალი ციფრული ბანკის განვითარებას გეგმავს.
ამასთან, 2025 წლის იანვარში Kaspi-მ დაასრულა თურქული ელექტრონული ვაჭრობის პორტალის Hepsiburada-ს შესყიდვის პროცედურა და მისი საკონტროლო პაკეტის - 65.41%-ის მფლობელი გახდა. გარიგების ღირებულება 1.1 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, Kaspi-ის მთავარი აქციონერები არიან მიხეილ ლომთაძე (22.6%), თავმჯდომარე ვიაჩესლავ კიმი (21.4%) და Baring Funds (24.7%).
ჯგუფი ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე არის დალისტული და მისი საბაზო კაპიტალიზაცია 18.7 მილიარდ დოლარს შეადგენს.