მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მიხეილ ყაველაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?

ილჰამ ალიევი
06.04.26 12:16
575

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრა გამართა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა და მათ ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მაღალი დონისა და სხვადასხვა სფეროში წარმატებული თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.

"მიხეილ ყაველაშვილმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ ნიშნულზე შენარჩუნება და მისი მრავალმხრივი განვითარება საქართველოსათვის პრიორიტეტულია.

პირისპირ საუბრისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების ფონზე მაშინ, როდესაც საერთაშორისო წესრიგი ფუნდამენტურად იცვლება, რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნება სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.

საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

ასევე, მიხეილ ყაველაშვილმა ილჰამ ალიევს მადლობა გადაუხადა მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ქალაქ ბაქოში საქართველოს საელჩოში მიბრძანებისა და გულწრფელი თანაგრძნობის გამოხატვისათვის.

შეხვედრის დასრულების შემდეგ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი დატოვა", - წერია პრესრელიზში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები