მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მიხეილ ყაველაშვილი პირველი ვიზიტით აზერბაიჯანს სტუმრობს

მიხეილ ყაველაშვილი

"ოცნების" არჩეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი 15-16 აპრილს პირველი ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა. ინფორმაციას ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ყაველაშვილს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი უმასპინძლებს.

დაგეგმილია მაღალი დონის პირისპირ და გაფართოებული შეხვედრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ალი ასადოვთან და მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან, საჰიბა გაფაროვასთან.

საქართველოს დელეგაციაში შედიან "ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და"ოცნების" პარლამენტის წევრები – გივი მიქანაძე, ზაურ დარგალი და სავალან მირზოევი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები