მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მიხეილ ყაველაშვილმა 159 პატიმარი შეიწყალა

მიხეილ ყაველაშვილი

"ქართული ოცნების" არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს. უცნობია ვინ არიან შეწყალებული პირები, რადგან ადმინისტრაციას მათი სია არ გაუსაჯაროებია.

დღეს დილიდან რუსთავის და გლდანის ციხესთან პროევროპული დემონსტრაციების დროს დაკავებული პირების ოჯახის წევრები და მხარდამჭერები არიან შეკრებილები და ელოდნენ შეწყალების აქტს. თუმცა როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობენ, არ აქვთ იმედი, რომ შეწყალებულთა შორის აქციებზე დაკავებული პირებიც იქნებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები