მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მიხეილ ყაველაშვილმა ქართულ FARA-ს და მედიის შემზღუდავ ცვლილებებს ხელი მოაწერა

მიხეილ ყაველაშვილი

"ოცნების" პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ქართულ FARA-ს ხელი მოაწერა. ერთპარტიული პარლამენტის მიერ დამტკიცებული "უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი" უკვე "საკანონმდებლო მაცნეზე" გამოქვეყნდა.

"ქართული ოცნების" პარლამენტმა მხარი FARA-ს ანალოგ "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტს" III მოსმენით 1 აპრილს დაუჭირა. მომხრე 86 დეპუტატი იყო, წინააღმდეგი კი არცერთი.

FARA-ს ქართული ანალოგის ამოქმედებისთვის 60 დღეა განსაზღვრული.

ვის ეხება "ოცნების" FARA და ინ იქნება “უცხოური პრინციპალის აგენტი”?

FARA-ს გარდა, ყაველაშვილმა ასევე ხელი მოაწერა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესულ ცვლილებებს და სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის დამატებასაც. აღნიშნული კანონპროექტებიც უკვე გამოქვეყნებულია "საკანონმდებლო მაცნეზე", რაც იმას ნიშნავს, რომ შემზღუდავი ზომები ამოქმედებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები