ავტო სესხი მომხმარებლებისთვის ერთ-ერთი კარგად ნაცნობი და პოპულარული საბანკო პროდუქტია. მით უფრო საქართველოში, სადაც ბოლო წლების განმავლობაში ახალი თუ მეორადი ავტომობილების ბაზარი ძალიანაა გაზრდილი. სულ უფრო ბევრი ადამიანი ყიდულობს ან ცვლის მანქანას და ამ პროცესში ხშირად დამატებით ფინანსებსაც ეძებს.
როცა სასურველი ავტომობილი უეცრად ძალიან ხელსაყრელ ფასად გხვდებათ, ან ვადებში შეზღუდული ხართ, ან უბრალოდ თანხის მობილიზებას თავად ვერ ახერხებთ, ასეთ დროს ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და ოპტიმალური გზა ავტო სესხის ბენეფიტებით სარგებლობაა.
რა არის ავტო სესხი
ავტო სესხი არის პროდუქტი, რომელიც გეხმარებათ, სასურველი ავტომობილი მარტივი და მოქნილი პირობებით შეიძინოთ. პროცესი შემდეგნაირია: არჩევთ მანქანას, შემდეგ მიმართავთ ბანკს და ავტომობილს მისგან მიღებული დაფინანსებით ყიდულობთ. მანქანას ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მართავთ, სესხის სრულად დაფარვის შემდეგ კი ის უკვე თქვენი საკუთრება ხდება.
ავტო სესხის მზარდ პოპულარობას უპირველესად მისი მარტივი, მოქნილი პირობები და ხელმისაწვდომობა განაპირობებს: სესხის უზრუნველყოფად მხოლოდ შესაძენი ავტომობილი განიხილება და პროდუქტით სარგებლობისთვის დამატებით უძრავი ქონების ფლობა ან სხვა ტიპის უზრუნველყოფა არ გჭირდებათ. ამავდროულად, არ არის აუცილებელი შემოსავლების დადასტურებაც. აღსანიშნავია ისიც, რომ პროდუქტით სარგებლობისას არჩევანის სრული თავისუფლება გაქვთ: შეგიძლიათ, ავტო სესხით არა მარტო საქართველოში არსებული, არამედ სასურველი იმპორტირებული ავტომობილიც შეიძინოთ.
„კრისტალის“ ავტო სესხი — პირობები და უპირატესობები
განაცხადის წარდგენის შემდეგ „კრისტალის“ ავტო სესხით სწრაფად და მარტივად ფინანსდებით. მიკრობანკის პირობები შემდეგნაირია: პროდუქტით სარგებლობა თავდებისა და შემოსავლების დადასტურების გარეშე, 1-დან 60 თვემდე ვადით შეგიძლიათ. სესხის მინიმალური თანხა 1000-ია, მაქსიმალური კი 100 000 ლარს აღწევს. რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთს, ის 16%-იდან იწყება.
ავტო სესხის პორტირება კრისტალში
„კრისტალის“ კიდევ ერთი მოქნილი შეთავაზება პორტირების შესაძლებლობაა: თუ ავტო სესხით უკვე სარგებლობთ, საშუალება გაქვთ, ამ პროდუქტით „კრისტალში“ დაპორტირდეთ და სასურველი პირობები მიიღოთ. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში თქვენზე სპეციალური შეთავაზება გავრცელდება: 10 000 ლარამდე სესხს 30%-იანი ეფექტური საპროცენტო განაკვეთით მიიღებთ, 10 000 ლარიდან ზემოთ თანხაზე კი ეფექტური საფროცენტო განაკვეთი 25% იქნება. რაც შეეხება გაცემის საკომისიოს, ის 0%-ია.
„კრისტალის“ ავტო სესხით სარგებლობა შეუძლიათ როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე რეზიდენტ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. დეტალების გაცნობა შესაძლებელია ბმულზე: ავტო სესხი
„კრისტალის“ ავტო სესხი ელექტრო ავტომობილის შესაძენად — პროდუქტი პასუხისმგებლიანი მძღოლებისთვის
„კრისტალის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა და კორპორაციული ღირებულებებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ მწვანე ტექნოლოგიების, მოწყობილობებისა თუ ავტომობილების გამოყენებას და, რაც მთავარია, სულ უფრო მეტი მომხმარებლისთვის გავზარდოთ მათზე ხელმისაწვდომი. ამას გარდა, გვსურს, მომავალი თუ არსებული მძღოლებისთვის პოპულარული გავხადოთ მნიშვნელოვან პრინციპი: როცა ელექტრო ავტომობილს ირჩევთ, ირჩევთ გარემოზე ზრუნვას, აუმჯობესებთ ჰაერის ხარისხს და თქვენი წვლილი შეგაქვთ პლანეტის გაჯანსაღებაში.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ელექტრო ავტომობილით სარგებლობა გაცილებით ეკონომიურიცაა: ის ბევრად ნაკლებ საწვავს მოიხმარს და ფინანსურ ხარჯებს მნიშვნელოვნად ზოგავს. შესაბამისად, ამ შემთხვევაში მისი შეძენის გადაწყვეტილება არა მარტო სასარგებლო, არამედ პრაგმატულიცაა.
ელექტრო ავტომობილის ყიდვის მსურველებისთვის ავტო სესხზე შემდეგი პირობები მოქმედებს: ის 1000-დან 100 00 ლარამდე, 60 თვემდე ვადით გაიცემა, საწყისი საპროცენტო განაკვეთი კი 16%-ია. საგულისხმოა, რომ კონკრეტულად ამ პროდუქტზე სპეციალური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი მოქმედებს და ის 25%-იდან იწყება. დეტალების მოძიება შეგიძლიათ ბმულზე: სესხი ელექტრო ავტომობილისთვის
მიიღეთ “კრისტალის” ავტო სესხი დისტანციურად
სურვილის შემთხვევაში, მიკრობანკ “კრისტალის” ავტო სესხის მიღება სახლიდან გაუსვლელად, დისტანციურადაც შესაძლებელია. შეგიძლიათ, კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული სპეციალური ონლაინ განაცხადი შეავსოთ და პროდუქტით სარგებლობა მოითხოვოთ. საგულისხმოა, რომ ავტო სესხის დამტკიცებაზე პასუხს მაქსიმალურად სწრაფად, იმავე დღეს მიიღებთ.
განაცხადი ხელმისაწვდომია ბმულზე: ავტო სესხი დისტანციურად აქვე შეგიძლიათ, დატოვოთ საკონტაქტო ნომერი და „კრისტალის“ წარმომადგენელი ოპერატიულად დაგიკავშირდებათ.
დისტანციური არხის გარდა, ავტო სესხის მიღება დაინტერესებულ მომხმარებლებს შეუძლიათ “კრისტალის” ფილიალებში ვიზიტით ან ტელეფონზე: 032 202 20 20




























